მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავალი ₾176.9 მილიონამდე გაიზარდა - საქსტატი

ბაზარი

ბაზრებისა და ბაზრობების შესახებ საქსტატის 2023 წლის გამოკვლევის მიხედვით, 2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 176.9 მლნ. ლარი შეადგინა. მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 3.6%-ით არის გაზრდილი.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მიღებული შემოსავლები, 176.9 მლნ. ლარი, ასე ნაწილდება:

  • 11.4 მლნ. ლარი (6.4%) - ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით);
  • 153.2 მლნ ლარი (86.6%) - სავაჭრო ფართის გაქირავებიდან;
  • 12.3 მლნ ლარი (7%) - სხვა შემოსავალი.

ამავე პერიოდში დანახარჯები წლიურად 9.4%-ით გაიზარდა და 108.9 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 36.5 მლნ. ლარია.

2023 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები