მაღალმა ტემპერატურამ 2023 წელს, ევროპაში 47 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ამის შესახებ Euronews-ის ცნობით, Nature Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევიდან ირკვევა.
აღსანიშნავია, რომ გასული წელი გლობალურად ყველაზე ცხელი წელი იყო და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი დაზარალდა ექსტრემალური სიცხის, წყალდიდობისა და მაღალი ტემპერატურის გამო.
მაღალ ტემპერატურას კი ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია, მათ შორის ზრდის ინფექციების გავრცელების რისკს, ასევე, ართულებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დიაბეტი, ასთმა და გულის დაავადებები.
შესაბამისად, გასულ წელს ძლიერი სიცხის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 47 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ეს რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელთან (60 000) შედარებით დაბალია, 2015 წლის შემდეგ კი - ყოველი სხვა წლის სტატისტიკაზე მაღალი.