2023 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 2 872 საჩივარი შევიდა, სადავო თანხამ კი მილიარდ 55 მილიონი ლარი შეადგინა. უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შესული საჩივრებიდან საბჭომ გადაწყვეტილება 2 415 საქმეზე მიიღო. მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 684 საჩივარი, 1 438 მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 293 საჩივარი განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო. ანგარიშის მიხედვით, განხილული საჩივრებიდან უმეტესი ნაწილი წარმოდგენილი იყო შპს-ების და ფიზიკური პირების, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების მიერ.