2023 წელს CO-თი გარდაცვალების ერთი, ხოლო ინტოქსიკაციის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა.
ლეფსვერიძის თქმით, შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, თუმცა კომპანიის სამომავლო მიზანია, რომ წელი სრულდებოდეს CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების გარეშე.
"2023 წელს, გარდაცვალების და ინტოქსიკაციის შემთხვევები მინიმუმამდე დავიდა. წლის განმავლობაში გარდაცვლილია 1 და ინტოქსირებულია 13 ადამიანი. მაშინ, როცა 2019 წელს გარდაცვლილი იყო 28 ადამიანი და ინტოქსირებული იყო დაახლოებით 140 ადამიანი. ცხადია, ეს შედეგი თავისით არ დამდგარა და იმ უზარმაზარი შრომის შედეგია, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა გაწიეს უსაფრთხოების კუთხით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი, რომელიც მუდმივად ტირაჟირებდა სწორ აქცენტებს და საზოგადოების, რომელმაც ეს დაიჯერა. გვირეკავენ როგორც კი იგრძნობენ გაზის სუნს. გვისმენენ, იჯერებენ და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, რომ ჰქონდეთ რეაგირება და დარეკონ შესაბამის სამსახურებში.
აქვე, მინდა ვისაუბრო ერთ სტატისტიკაზეც, რომელიც ასევე კარგი ინდიკატორია სად ვიყავით და სად ვართ. 2019 წელს მხოლოდ თბილისში აღმოჩნდა ,რომ 71 000 ოჯახს საკუთარ ბინაში დამონტაჟებული ჰქონდათ ე.წ ღია წვის გამათბობელი, რომელიც ყოველ წამიერ საფრთხეს უქმნიდათ. ჩვენ, რა თქმა უნდა ყველა ჩავჭერით. 2023 წელს კი, სულ 3 200 აბონენტთან ჩავხსენით. ეს არის ძალიან კარგი შედეგი. ცხადია, ერთი ადამიანის გარდაცვალებაც დიდი ტრაგედიაა და ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წელი დასრულდეს co-თი გარდაცვალების გარეშე", - განაცხადა გიორგი გიორგი ლეფსვერიძემ "საქმიან დილაში".