მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მივლინებებზე საბიუჯეტო ხარჯი ₾72.5 მილიონამდე გაიზარდა

თვითმფრინავი

აუდიტის სამსახურის "ბიუჯეტის მონიტორის" მიხედვით, 2023 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მივლინებებზე ჯამში 72.5 მილიონი ლარი დახარჯეს. აღნიშნული მოიცავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ მივლინებებზე დახარჯულ თანხას.

აღსანიშნავია, რომ მივლინებების ხარჯი წლიურად 44%-ითაა გაზრდილი და 4-წლიან მაქსიმუმზეა.

რაც შეეხება დანახარჯებს უწყებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების სამივლინებო ხარჯმა 3.2 მილიონი ლარი შეადგინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი 919 820 ლარი იყო, მთავრობის ადმინისტრაციის - 5 მილიონი ლარი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის - 1.8 მილიონი ლარი.

სამინისტროების მიხედვით გასული წლის სამივლინებო დანახარჯები ასე ნაწილდება:

  • თავდაცვის სამინისტრო - 9.4 მლნ ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო - 8.8 მლნ ლარი;
  • შსს - 7.9 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 7.3 მლნ ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 4.7 მლნ ლარი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 4.4 მლნ ლარი;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 4.4 მლნ ლარი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 4.1 მლნ ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 3.7 მლნ ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო - 1.9 მლნ ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 544 667 ლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები