მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მოტოციკლეტით ავარიების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა - მიზეზები

საქართველოში მოტოციკლეტის მონაწილეობით ავარიების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი 2022 წელს წლიურად სულ 242 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა 649-ს მიაღწია. ბოლო 5 წლის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ 2019 წელს მაჩვენებელი 161 იყო, 2020-ში 177, 2021-ში 241.

შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, მოტოციკლეტისტის მონაწილეობით მომხდარ ავარიებს 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 682 - დაშავდა.

რაც შეეხება სრულ სტატისტიკას, 2023 წელს საქართველოში 5594 ავარია მოხდა, რაც 2022 წლის შემთხვევების რაოდენობას (5469) აჭარბებს. 2021 წლის სტატისტიკასთან (5863) შედარებით კი, შემცირებულია.

ამასთან, გასულ წელს ავარიების შედეგად დაიღუპა 442 ადამიანი, ხოლო 7310 დაშავდა. 2023 წელს ავარიების ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა (356 შემთხვევა) იყო. შემდეგ მოდის მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება (349) და დისტანციის დაუცველობა (349).

სტუმარი: მევლუდ მელაძე - "საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები