მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი თევზი კახეთში იწარმოებოდა - სტატისტიკა

კახეთი

2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი - 989.7 ტონა - თევზი კახეთში აწარმოვეს - ამის შესახებ საქსტატის აკვაკულტურის სექტორის მიმოხილვის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.

სტატისტიკის თანახმად, კახეთში თევზის წარმოების დინამიკა თითქმის 2022 წლის მონაცემების იდენტური დარჩა, როდესაც ამ რეგიონში 985.4 ტონა თევზი აწარმოვეს.

მეორე ადგილს შიდა ქართლის რეგიონი იკავებს, სადაც 2023 წელს, 2022-თან შედარებით, 46.5 ტონით ნაკლები, 882.2 ტონა თევზი აწარმოვეს.

მესამე ადგილზე გურიაა, სადაც 2023 წელს 187.4 ტონა თევზი აწარმოვეს - კლება ამ რეგიონშიც შეინიშნება, 2022 წლის მონაცემებთან შედარებით კი სხვაობა 40.5 ტონაა.

აღსანიშნავია, რომ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში თევზის წარმოება სრულად შემცირდა - 2022 წელს წარმოებული 2 791.7 ტონა თევზის შემდეგ, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2 469.5 ტონა იყო.

კლება ყველაზე დრამატული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია, სადაც 2023 წელს, წლიურ ჭრილში, თევზის წარმოება 60%-ზე მეტით, 168.1 ტონიდან 62.4 ტონამდე შემცირდა.

თევზის წარმოება რეგიონების მიხედვით:

საქართველო - 2 469.5 ტონა

  • კახეთი - 989.7 ტონა
  • შიდა ქართლი - 882.2 ტონა
  • გურია - 187.4 ტონა
  • აჭარის არ - 101.1
  • სამცხე-ჯავახეთი - 91.4 ტონა
  • იმერეთი - 64.4 ტონა
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 62.4 ტონა
  • სხვა რეგიონები - 90.8 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები