მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საფინანსო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შემოსავალი ₾10.5 მილიარდამდე გაიზარდა

ფინანსები

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში საფინანსო მომსახურებით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ შემოსავლის უდიდეს ნაწილს (75.7%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენს, 12.4% მოდის საკომისიო შემოსავლებზე, ხოლო დარჩენილი 11.9% სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

2023 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.7 მლრდ. ლარი შეადგინა.

გასულ წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 41.9 ათასი იყო, რომელთაგან 64% ქალი იყო.

საქსტატის თანახმად, 2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 971.9 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 41.5% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 12.5%ქონების დაზღვევაზე, 9%სიცოცხლის დაზღვევაზე, 7.4%სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4%უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.2%) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ამასთან, 2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 645.9 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 49.5% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 7.3%ქონების დაზღვევაზე, 5%სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.4%სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1%უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (33.7%) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები