მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საფოსტო და საკურიერო ბიზნესის შემოსავლები 23%-ით გაიზარდა - როგორ ვითარდება სექტორი?

2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 187.4 მლნ ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მონაცემებში სახლში საკვების მიწოდების მომსახურება არ შედის.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგებშია ნათქვამი, გასულ წელს ამ ტიპის კომპანიების შემოსავლები 2022 წელთან შედარებით თითქმის 23%-ით გაიზარდა და შემოსავლის უდიდეს ნაწილს 71.4% საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან, ხოლო 28.6% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია. შემოსავლების 73.6% ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული.

2023 წელს საფოსტო და საკურიერო კომპანიებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3 700 ათასს შეადგენდა, მათ შორის 1 272 იყო კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი.

სტუმარი: ნინო მენთეშაშვილი - FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები