მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საფოსტო და საკურიერო კომპანიების შემოსავლები ₾187.4 მილიონამდე გაიზარდა

საკურიერო კომპანიები

2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების (სახლში საკვების მიწოდების მომსახურების გარეშე) შემოსავლებმა 187.4 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგებშია ნათქვამი.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ამ ტიპის კომპანიების შემოსავლები 2022 წელთან შედარებით თითქმის 23%-ით გაიზარდა და შემოსავლის უდიდეს ნაწილს 71.4% საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი იყო, ხოლო 28.6% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 73.6% ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.6% საერთაშორისო გზავნილებზე მოდის, 23.4% კი – ადგილობრივ გზავნილებზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 16.1% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 57.8% საერთაშორისო, ხოლო 42.2% ადგილობრივი კორესპონდენციაა.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2023 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 მილიონ 677 ათასი წერილობითი კორესპონდენცია, რაც წლიურად 5.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო გასულ წელს გაგზავნილი ამანათების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა და ჯამში 9 მილიონ 471 ათასი ამანათი გაიგზავნა.

2023 წელს საფოსტო და საკურიერო კომპანიებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3 700 ათასს შეადგენდა, მათ შორის 1 272 იყო კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები