მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველომ ლოკოკინას ექსპორტით $1.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - სად ვყიდით?

ლოკოკინა

საქართველომ გასულ წელს ექსპორტზე 1.2 მლნ აშშ დოლარის 151.4 ტონა ლოკოკინა გაყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 79.7%-იანი ზრდაა. რადგან საანგარიშო პერიოდში საქართველოდან 263.5 ათასი აშშ დოლარის 44.3 ტონა ლოკოკინა გაიყიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ლოკოკინა ექსპორტზე პირველად 2022 წელს გავიდა. საფრანგეთსა და იტალიაში.

უცვლელია საექსპორტო ბაზარი 2023 წელსაც. გასულ წელს, პროდუქციის უდიდესი ნაწილი 150.1 ტონა საფრანგეთში, 1 ტონა კი იტალიაში გაიყიდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საექსპორტო ბაზარი მხოლოდ იტალია იყო. ქვეყნიდან 15.3 ათასი აშშ დოლარის 3.8 ტონა ლოკოკინა გავიდა. 2023 წლის პირველ ორ თვეში კი, 7 ათასი დოლარის 1.2 ტონა ლოკოკინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები