მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოს დერეფანში ნახევარ მილიონზე მეტმა ტრაილერმა გაიარა - ქვეყანამ რეკორდული შემოსავალი მიიღო

საბაჟო, ტრაილერი

2023 წელს საქართველოს დერეფანში 519 997 სატვირთო ტრაილერმა გაიარა, გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 181 998 905 ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 42%-იან ზრდას აჩვენებს.

შემოსავლების რეკორდული ზრდა ერთი მხრივ სატვირთო ტრაილერების ზრდას, მეორე მხრივ კი, გზათსარგებლობისთვის გაზრდილ ტარიფს უკავშირდება, რაც 2022 წლის 20 ივნისიდან 200-დან 350 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება თვეების მიხედვით სტატისტიკას, დეკემბერში, საქართველოს დერეფნით 43 767 სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა. მძღოლებმა ბიუჯეტში 15 318 607 ლარი გადაიხადეს.

გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით:

  • იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
  • თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
  • მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
  • აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი
  • მაისი - 16 861 665 ლარი / 48,176 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივნისი - 16 455 903 ლარი / 47,017 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივლისი - 15 202 578 ლარი / 43 436 სატრანზიტო ტრაილერი
  • აგვისტო - 16 433 413 ლარი / 46 952 სატრანზიტო ტრაილერი
  • სექტემბერი - 16 102 752 ლარი / 46 007 სატრანზიტო ტრაილერი
  • ოქტომბერი - 17 248 224 ლარი/ 49 280 სატრანზიტო ტრაილერი
  • ნოემბერი - 14 979 747 ლარი / 42 99 სატრანზიტო ტრაილერი
  • დეკემბერი 15,318,607 ლარი / 43 767 სატრანზიტო ტრაილერი

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები