მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს თბილისში 1.9 მილიონი კვადრატული მეტრის ახალ მშენებლობებზე გაიცა ნებართვა - Galt & Taggart

სს

2023 წელს თბილისში 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა 1.9 მლნ მ2-ის ჯამურ საცხოვრებელ ფართობზე, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვაშია ნათვამი.

ამასთან, ნებართვების განსაკუთრებით დიდი ზრდა დაფიქსირდა საბურთალოს, ისნისა და დიდუბის რაიონებში.

ასევე გეტყვით, რომ 2023 წელს ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა მეორად ბაზარზე ფასის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ფასები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრიდლი 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე აღემატება მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის).

ბინების ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის გაზრდილი ხარჯებით და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნით, თუმცა ეს ორივე მაჩვენებელი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. შედეგად, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ2 -მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $600/მ2 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები