ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგების მიმართულებით გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი უკვე მესამე წელია კონკურსის აქტიური მხარდამჭერია და მისი დაფინანსებით, მესამე ადგილზე გასული გუნდი, „Optical Visionaries“, რომელმაც რობოტი ოფთალმოლოგი შექმნა, შვეიცარიაში გაემგზავრება.
კონკურსი 2013 წლიდან აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და პროექტის ფარგლებში უკვე 3000 მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა უდიდესი ნაწილი თავის მომავალს STEM დარგებს უკავშირებს თავს.