მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის დეკემბერში მშენებლობა გაძვირდა - მიზეზი

მუშები

2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში მშენებლობა გაძვირდა და მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ინდექსის ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.4%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 3.57 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 17.3%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 52%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.5%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, ჯამური ინდექსის ცვლილებაში 10.7 და 4.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები