მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის მოლოდინები სრულად გამართლდა - არსი

არსი

დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის შეფასებით, სექტორის მოლოდინები 2023 წელს სრულად გამართლდა. ორთოიძე აცხადებს, რომ ფასი ბუნებრივი ზრდის ნიშნულს დაუბრუნდა და 10-12% შეადგინა.

მოლოდინებზე საუბრისას კომპანიაში ამბობენ, რომ ფასი სავარაუდოდ, 2024 წლის განმავლობაშიც 10-15%-იანი ზრდის მაჩვენებლებს შეინარჩუნებს.

„წლის დასაწყისში რა მოლოდინიც გვქონდა შეიძლება ითქვას, რომ სრულიად გამართლდა. წინა წლებში იყო კოვიდ პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი, შესაბამისად, გასულ წლებში არასტაბილურობა იყო. წელს ამ მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება. არც ფასების უცაბედი ზრდა იყო და არც გაყიდვების გაჩერება, გვაქვს ისეთი ზრდა, რაც იყო პანდემიამდე. მე მომწონს, როცა 2019 წელს ვადარებთ მიმდინარე წელს, იმიტომ, რომ როცა მაშინ გვქონდა სტაბილური პერიოდი, ის მეორდება ახლაც, როცა 10-12%-იანი ზრდა ფიქსირდება. თუ არ იქნება გარე ფაქტორები და ნორმალური ვითარება შენარჩუნდება, ეს არის განვითარებადი ბაზრისთვის სწორი და ბუნებრივი ზრდა.

2022-თან მიმართებით ტრანზაქციები შეიძლება შემცირდა, მაგრამ ფასი გაიზარდა. მომავალ წელსაც იგივე მოლოდინი მექნება, ვფიქრობ, ბუნებრივი პირობების ფარგლებში გაიზრდება უძრავი ქონების ბაზარი, რა პოტენციალიც აქვს მას, განვითარებადი ქვეყნისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია", - აცხადებს ორთოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები