2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 627 რუსი იმიგრანტი ცხოვრობს. საქსტატი ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების შესახებ 2023 წლის მაჩვენებლებზე შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს. კერძოდ, სულ იმიგრანტების რიცხოვნობა 205 857-ს შეადგენს, მათგან 119 142 კაცია, ხოლო 86 715 - ქალი.
იმიგრანტებიდან 113 802 სხვა ქვეყნის მოქალაქეა, 91 896 - საქართველოს, ხოლო 157 - მოქალაქეობის გარეშეა.
იმიგრანტების განაწილება მოქალაქეობის და სქესის მიხედვით ასეთია: