მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზები Skytrax-ის მიხედვით

Singapore Airlines

CNBC-ს გავრცელებული ინფორმაციით, Skytrax-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების ჩამონათვალი გამოაქვეყნა და მათ ჯილდოები გადასცა.

წლევანდელი შედეგების შესაგროვებლად, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანიამ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მაისამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 325-ზე მეტ ავიაკომპანიაში ჩაატარა კლიენტების გამოკითხვა.

2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზებია:

  • Singapore Airlines
  • Qatar Airways
  • ANA All Nippon Airways
  • Emirates
  • Japan Airlines
  • Turkish Airlines
  • Air France
  • Cathay Pacific
  • EVA Air
  • Korean Air
  • Hainan Airlines
  • Swiss Int'I Air Lines
  • Etihad Airways
  • Iberia
  • Fiji Airways
  • Vistara
  • Qantas Airways
  • British Airways
  • Air New Zealand
  • Delta Air Lines

Singapore Airlines 23-წლიან ისტორიაში მეხუთედ დასახელდა საუკეთესო პრესტიჟულ ავიაკომპანიად Skytrax World Airline Awards 2023-ში.

„Singapore Airlines-მა მიაღწია შესანიშნავ შედეგებს ჯილდოების ბევრ კატეგორიაში, რაც მთავარია მათი პირველი კლასის სალონის აღიარებულია, როგორც მსოფლიოში საუკეთესო პირველ კლასში“, - თქვა ედვარდ პლასტედმა, Skytrax-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამასთან, საუკეთესო ავიაკომპანიების ცხრილში Qatar Airways-მა მეორე ადგილი დაიკავა, ამას მოჰყვა იაპონური ავიაკომპანია ANA All Nippon Airways მესამე პოზიციაზე, Emirates მეოთხე, ხოლო Japan Airlines მეხუთე ადგილზე.

Qatar Airways-მა მოიგო მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს კლასის ლაუნჯის ჯილდო, ამასთან ANA-მ ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტების ჯილდო მიიღო: კომპანია მსოფლიოში ყველაზე სუფთა ავიაკომპანიად ზედიზედ მესამედ დასახელდა.

Kuwait Airways-ი მსოფლიოში ყველაზე გაუმჯობესებულ ავიაკომპანიად დასახელდა, ხოლო AirAsia მსოფლიოში საუკეთესო დაბალფასიან ავიაკომპანიად დასახელდა.

ამასთან, Volotea-მ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს შორის გაიმარჯვა.

მსოფლიოში ყველაზე მეგობრულ ავიაკომპანიად Air Canada დასახელდა, Cathay Pacific-მა კი მსოფლიოს საუკეთესო “გასართობი ფრენების” ტიტული მიიღო. Bangkok Airways კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში საუკეთესო რეგიონალური კომპანია.

Delta Air Lines ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა, ხოლო Sun Country Airlines ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები