მონაცემებისა და ანალიტიკის ამერიკული ფირმა Nielsen-ის ინფორმაციით, რომელმაც 2023 წელს სტრიმინგპლატფორმებზე ყველაზე ყურებადი ფილმებისა და სერიალების რეიტინგი გამოაქვეყნა, გასულ წელს Netflix-ის, Peacock-ის, Disney+-ისა და სხვა პლატფორმების მომხმარებლები ყველაზე ხშირად ანიმაციურ ფილმებს უყურებდნენ.
ანიმაციური ფილმები, მათ შორის ისინიც, რომელთა თეატრალური პრემიერა წლების წინ შედგა, რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე მოექცნენ. მათ შორის პირველ ადგილს 2016 წელს გამოსული “მოანა” იკავებს, რომელიც ყველაზე ყურებადი ფილმების ხუთეულში უკვე ზედიზედ მეხუთე წელია, რაც ხვდება, თუმცა შთამბეჭდავია, რომ ფილმს, რომელიც აწ 8 წლის წინ გამოვიდა, 2023 წელს 11.6 მილიარდი წუთის განმავლობაში უყურებდნენ.
2023 წლის TOP 10 ყველაზე ყურებადი ფილმი:
ფილმის სახელი | პლატფორმა |
ნახვები (მლრდ წთ) |
Moana | Disney+ | 11.6 |
Encanto | Disney+ | 9.7 |
The Super Mario Bros. Movie | Netflix/Peacock | 8.8 |
Elemental | Disney+ | 8.6 |
Minions: The Rise of Gru | Netflix | 7.1 |
Sing 2 | Netflix | 6.7 |
Frozen | Disney+ | 6.5 |
Black Panther: Wakanda Forever | Disney+ | 6.4 |
Avatar: The Way of Water | Disney+/Max | 6.4 |
Glass Onion: A Knives out Mistery | Netflix | 6.3 |