მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ზაფხულის ყველაზე მაღალშემოსავლიანი საკონცერტო ტურნეები

საკონცერტო ტურნეები

2023 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ათმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა მუსიკოსმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. იმის გამო, რომ კოვიდ 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ტვირთების გადაზიდვისა და მისი მომსახურების ხარჯები გაზარდა საერთაშორისო ტურნეების ჩატარება უფრო ძვირი ჯდება.

ეს თანხები არ მოიცავს არც იმ წარმომადგენლების ხარჯებს ვინც პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ ჩართულები კონცერტის ორგანიზებაში და არც ტურნეების საოპერაციო ხარჯებს.

ყველაზე მაღალი შემოსავლები ტეილორ სვიფტის ტურნემ “Eras” დააფიქსირა, რომელმაც მთლიანობაში 780 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო სვიფტმა აქედან 305 მილიონი დოლარი მიიღო.

2023 წლის ზაფხულში ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი ტურნეების ხუთეული ასე გამოიყურება:

5. პინკი
ტურნეს მთლიანი შემოსავალი: 300 მილიონი დოლარი
ინდივიდუალური შემოსავალი: 85 მილიონი დოლარი

4. Coldplay
ტურნეს მთლიანი შემოსავალი: 275 მილიონი დოლარი
ინდივიდუალური შემოსავალი: 85 მილიონი დოლარი

3. ედ შირანი
ტურნეს მთლიანი შემოსავალი: 240 მილიონი დოლარი
ინდივიდუალური შემოსავალი: 110 მილიონი დოლარი

2. ბიონსე
ტურნეს მთლიანი შემოსავალი: 460 მილიონი დოლარი
ინდივიდუალური შემოსავალი: 145 მილიონი დოლარი

1. ტეილორ სვიფტი
ტურნეს მთლიანი შემოსავალი: 780 მილიონი დოლარი
ინდივიდუალური შემოსავალი: 305 მილიონი დოლარი