მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელი ღვინის სექტორისთვის წარმატებული იქნება, თუმცა დიდი წილი რუსეთში გავა - მეღვინე

63ce5445da7db
გიგა ბენია
23.01.23 22:07
818
მეღვინეების ნაწილი ელის, რომ 2023 წელი სექტორისთვის წარმატებული იქნება. როგორც „იაგოს ღვინის მარნის“ დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი BMG-თან აცხადებს, ლოგისტიკური ხარჯების გაიაფება ექსპორტის ზრდას ხელს შეუწყობს.

„მიმდინარე წელიც არ უნდა იყოს ცუდი ექსპორტისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ლოგისტიკური ხარჯები მცირდება, ეს ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას. იმედს ვიტოვებთ, რომ გადაზიდვების ღირებულება 2020-2021-ის მაჩვენებელს არ დაუბრუნდება“,-აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

ამასთან, მეღვინე ელის, რომ ექსპორტირებული ღვინის დიდი ნაწილი წელსაც რუსეთში მოხვდება.

„თუ ბიზნესი და მთავრობა უფრო მეტს იმუშავებენ, ალტერნატიული ბაზრების ათვისებაზე, ეს ექსპორტის ზრდას ხელს შეუწყობს. რესურსები ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებაზე უნდა დაიხარჯოს“,-აღნიშნავს იაგო ბიტარიშვილი.

ცნობისთვის, ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც გასულ წელს 160 მილიონი დოლარის ღვინო გავიდა - $30 მილიონით, მეტი ვიდრე 2021 წელს. რაც შეეხება მოცულობას - თუ მეღვინეებმა 2021 წელს რუსეთს 47.3 ტონა ღვინო მიაწოდეს, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 73.1 ტონამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები