მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება ₾2 მილიარდს აჭარბებს

6399f11988618
BM.GE
14.12.22 20:20
680

2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, ₾52,2 მილიონით იზრდება და ₾2 მილიარდ 30 მილიონს აჭარბებს.

სამინისტროსთვის დამატებული თანხა შემდეგი მიმართულებითაა გათვალიწინებული: 

30 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების დაფინანსებისთვის;

32 მილიონი ლარი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის.

2023-2024 წლებში ამ მიმართულებით დაგეგმილია 700-ზე მეტი სკოლის აღჭურვა;

2 მილიონი ლარი გათვალისწინებულია მანდატურის სამსახურისთვის, ხოლო ინკლუზიური განათლების დაფინანსება იზრდება 3,0 მლნ ლარით;

განხორციელებული ტენდერის შედეგად, 16,5 მლნ ლარის ეკონომია წარმოიქმნა პირველკლასელთა კომპიუტერების შესყიდვაში, საიდანაც 1,7 მლნ ლარის განაწილება ხორციელდება სხვადასხვა პროგრამების დამატებით დაფინანსებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები