მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2023 წელს ჯანდაცვისთვის გამოყოფილია ₾1,6 მლრდ - კოვიდხარჯები 500 მლნ-ით მცირდება

6375fbcfea7f1
BM.GE
17.11.22 15:18
523
2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.

აღნიშნულის ფარგლებში საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მილიონ ლარს. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება, ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი - ე.წ. DRG მოდელის დანერგვა.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, მიიმართება 190 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა;

ასევე, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი; კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე; მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს; ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები