მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს სოცდაუცველთა დასაქმებაზე 80 მლნ ლარი დაიხარჯება - აზარაშვილი

633ace59dd690
მარიამ ვარადაშვილი
03.10.22 15:56
632

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, 2023 წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე 80 მლნ ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელს კი, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროგრამაზე 40 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. 

“80 მლნ ლარია გათვლილი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამაზე. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას გულისხმობს”, - განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს მთავრობამ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაო ადგილებზე დასაქმების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი პირების გადამოწმება 4 წლის განმავლობაში აღარ იგეგმება.

პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები