მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის მე-2 კვარტალში Samsung-ი მოგების 96%-იან კლებას პროგნოზირებს

64a7ac53339f1
გიორგი არონია
07.07.23 12:25
1843

მეხსიერების ბარათებზე შემცირებული კლების ფონზე, 2023 წლის მეორე კვარტალში, კორეული ტექნოლოგიური გიგანტი, Samsung-ი მოგების 96%-იან კლებას პროგნოზირებს. გასული წლის ამავე პერიოდში, Samsung-მა 14.1 ტრილიონი კორეული ვონის მოგება ნახა, წელს კი, კომპანია 600 მილიარდის მოგებას პროგნოზირებს, რაც $459 დოლარის ტოლია.

ამრიგად, ეს კომპანიის რიგით მეორე ყველაზე ცუდი კვარტალური შედეგია 2009 წლის 1-ლი კვარტლის შემდეგ, როცა Samsung-მა 590 მილიარდის მოგება მიიღო.

მოგების კლების გარდა, Samsung-ი შემოსავლის კლებასაც პროგნოზირებს. კომპანიის შეფასებით, 2023 წლის მე-2 კვარტალში კომპანია 77.2 ტრილიონ კორეულ ვონს გამოიმუშავებს, რაც 17.4%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან.

ცნობისთვის: 2023 წლის მე-2 კვარტლის სრულ ფინანსურ ანგარიშგებას Samsung-ი 27 ივლისს გამოაქვეყნებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები