მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024-2025 წლებში ჯამში 16 ჰესის მშენებლობის დასრულება იგეგმება

2024-2025 წლებში ჯამში 16 ჰესის მშენებლობის დასრულება იგეგმება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 150 მეგავატია, ჯამური ინვესტიცია კი 252.1 მილიონი დოლარი. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, წელს, 32.8 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრის 4 ჰესი შევა ექსპლუატაციაში, რომელთა ინვესტიცია 40 მლნ დოლარია. მათ შორის 14 მეგავატიანი ჭიორა და 17 მეგავატიანი ლუხუნი 2 ჰესი. მომავალ წელს კი თუ სამუშაოები გეგმის მიხედვით წარიმართა, 12 ჰესი შევა ექსპლუატაციაში, ასევე 2 მსხვილი - მტკვარი ჰესი 54 მეგავატი სიმძლავრით და სტორი 1 ჰესი, რომლის სიმძლავრე 33 მეგავატია. როგორ მიმდინარეობს დღეს ჰესების მშენებლობა და რას შეცვლის სექტორში ინვესტორებთან პირდაპირი მოლაპარაკებების სქემის დაბრუნება?

სტუმარი: გიორგი მარგებაძე - „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები