მომდევნო წლიდან დედაქალაქს ახალი, მრავალფუნქციური A კლასის ბიზნესცენტრი შეემატება. მზიური ბიზნესცენტრი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარეობს. გამორჩეული არქიტექტურის, 7 სართულიანი შენობა მოიცავს 10 000 კვ.მ. გასაქირავებელ ფართს საოფისე და კომერციული დანიშნულებისთვის. მზიური ბიზნესცენტრი საქმიანი ადამიანების კომფორტზეა მორგებული. ცენტრში გათვალისწინებულია საპარკინგე სივრცეები, ფიტნეს-დარბაზი, დაგეგმილია გარე პერიმეტრის გამწვანება, საკვები ობიექტების განვითარება. მზიური ბიზნესცენტრი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, მორგებულია შშმ პირებზე. პროექტის საერთო ინვესტიცია 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ამ პროექტის დეველოპერი კომპანია გამაა, საოფისე და კომერციული სივრცეების გაქირავებას ექსკლუზიური მანდატით კუშმანის საქართველოს ოფისი უზრუნველყოფს.
სტუმრები: გვანცა ფოცხვერია - Cushman & Wakefield, რითეილ მიმართულების ხელმძღვანელი;
ზუკა ცაგარეიშვილი - მზიური ბიზნეს ცენტრის პროექტის მენეჯერი;