მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს ადგილობრივი ვიზიტების რაოდენობა 2.5%-ით გაიზარდა

თბილისი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა თითქმის 1.4 მლნ იყო. მათი ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.6 მლნ შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 6%-ით გაიზარდა, ხოლო ვიზიტების რიცხვი - 2.5%-ით.

შარშან რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 735.8 ათასი იყო, რაც 6%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39% თბილისის მაცხოვრებელია, 15% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9% — ქვემო ქართლის რეგიონზე.

შარშან ვიზიტების უმრავლესობა [51.4%] მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 300 მლნ ლარი იყო, რაც 8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 5.4%-ით და 183 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები