მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ₾1.1 მლნ-ის ჯარიმა გაიწერა

მოძრაობა

2024 წელს თბილისის მერიამ დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათში გადაადგილებაზე დაწერილი ჯარიმებით 1.152 მლნ ლარი მიიღო.

საქმე ის არის, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რეგულაციის ამოქმედების პირველ თვეში აღნიშნული წესის დარღვევისთვის არავინ დაჯარიმებული. ყველაზე მეტი - 242 706 ლარის ჯარიმა კი დეკემბერში დაიწერა.

უკვე 2025 წლის 1-ლი იანვრიდან აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო მანქანებზეც ვრცელდება, შესაბამისად, გაიზრდება ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც.

აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. რეგულაციის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების დოკუმენტის მიხედვით, თბილისში უბილეთო მგზავრობის გამო 3.06 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა, პარკირების წესის დარღვევისთვის 17.03 მლნ ლარის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები