მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს ფულადი გზავნილები 19%-ით შემცირდა - რა რისკებს შეიცავს ეკონომიკისთვის შემცირებული

ზედიზედ მეორე წელია საქართველოს ფულადი გზავნილები უმცირდება. 2024 წელს ქვეყანაში ფულადი გზავნილების ნაკადების სახით 3.4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, რაც 2023 წელთან შედარებით 785 მილიონი დოლარით, ანუ 19%-ით ნაკლები იყო. თუ 2023 წელს რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტით ფულად გზავნილებში კვლავ რუსეთი ლიდერობდა, დღეს ვითარება შეცვლილია. 2024 წელს გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, თანხა წლიურად 24%-ით არის გაზრდილი. გასულ წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან, რაც მიგრაციული ტალღის შემცირებაზე მეტყველებს. როგორ შეიცვალა გზავნილების გეოგრაფია და რა რისკებს შეიცავს საქართველოს ეკონომიკისთვის შემცირებული სავალუტო შემოდინებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები