2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, გასულ წელს 47%-იანი ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, 25%-იანი - მინერალური და მტკნარი წყლების, 27%-იანი - უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და 7%-იანი - ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებში.
უფრო დეტალურად, 2024 წელს: სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 288,6 მლნ აშშ დოლარი, მოცულობამ კი, 47,9 მლნ ლიტრი შეადგინა; მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 163,8 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა - 254 მლნ ლიტრი; ღვინის ექსპორტის ღირებულება - 276 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა - 94.7 მლნ ლიტრი; უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება - 139,1 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა კი, 150 მლნ ლიტრი იყო. ამასთან, უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და ლიტრზე 0.93 დოლარი შეადგინა. როგორი იყო წელი ბიზნესისთვის და მოლოდინებია 2025-ში?
სტუმარი: გიორგი მარგველაშვილი - “თბილღვინოს” მმართველი პარტნიორი;