მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს ინდოეთიდან ვიზიტები რეკორდული იყო - სტატისტიკა

ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეტი ინდოელი ტურისტის მოზიდვის მიზნით, ინდოეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. ადმინისტრაციის განცხადებით, მუმბაიში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო კომპანია Thomas Cook-თან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო 4 წელში ინდოეთიდან ვიზიტები მზარდია.

2024 წელს ინდოეთიდან საქართველოში რეკორდული რაოდენობის, 124 335 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლის ჭრილში 46.8%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით ინდოეთმა ქვეყნების ჩამონათვალში მეცხრე პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება გასულ წლებს, ინდოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 2020 წელს შემცირდა, თუმცა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია და 2023 წელს პანდემიამდელ ნიშნულსაც გადააჭარბა.

ინდოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები