საქართველოში მეორე წელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირდება. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1 მილიარდ 333 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც საქსტატის განმარტებით, სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2024 წელს FDI თითქმის 30%-ით შემცირდა. რომელ სექტორებში, რომელი კომპანიების მიერ განხორციელდა გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი რა გავლენას ახდენს ინვესტორების განწყობებზე?