მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს კურსდამთავრებულ სტუდენტთა რაოდენობა 12.4%-ით გაიზარდა

სტუდენტი

2024 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 29.6 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 12.4%-ით მეტია. 2023 წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობა 26,3 ათასი იყო. ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა.

კურსდამთავრებულებიდან 60.2% არის ქალი, ხოლო 39.8% - კაცი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 28%-ით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

რაც შეეხება სტუდენტთა ჯამურ რიცხვს, ამჟამად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 187.8 ათასი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან (177 791) შედარებით 5.6%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კი კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64 პროცენტი ქალაქ თბილისშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები