მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს მანქანების ხილული გამონაბოლქვისთვის 5563 ჯარიმა გამოიწერა

მუქი გამონაბოლქბვი

2024 წელს მანქანების ხილული გამონაბოლქვისთვის 5563 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

„2024 წელს გამოვლინდა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 5 563 შემთხვევა. მათგან, თბილისში დაწერილია 2 827 საჯარიმო ქვითარი, ქუთაისში - 900, ბათუმში - 947, რუსთავში კი - 889 ფაქტი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი - 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი - 500 ლარით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები