მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს მეიჯარეებმა უძრავი ქონების გაქირავებით ₾544 მილიონის შემოსავალი მიიღეს

ბინები

2024 წლის განმავლობაში უძრავი ქონების იჯარიდან მოქალაქეთა მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 544 მილიონი ლარი შეადგინა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ირკვევა. უწყების თანახმად, ეს საიჯარო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 18%-ით, ანუ 81.3 მილიონი ლარით მეტია.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარ-დეკემბრის განმავლობაში საიჯარო შემოსავალი საშუალოდ 25,750 ადამიანს უფიქსირდებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 2,500 მეიჯარით მეტია.

თვეების მიხედვით ყველაზე მეტი საიჯარო შემოსავლები დეკემბერში დაფიქსირდა და მან 51.2 მილიონი ლარი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, მეიჯარეთა საშუალო საიჯარო შემოსავალი თვეში 1,944 ლარია. ეს მოიცავს ყველა ფიზიკური პირი მეიჯარის საშუალო საიჯარო შემოსავალს, როგორც ბინების, ასევე სახლებისა და კომერციული ფართების გაქირავებიდან.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ პირთა შემოსავლებს, რომლებსაც იჯარის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახლის იჯარა, ასევე საოფისე თუ კომერციული ფართების საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებიც ოფიციალურად არის გაფორმებული. თუმცა არსებობენ სავარაუდოდ ასობით მეიჯარეები, რომლებიც იჯარის შემოსავალს მხოლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იღებენ და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან.

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს თბილისში ქირის ფასის შემცირება აღინიშნა. ორგანიზაციის შეფასებით, დეკემბერში 10%-ით გაიაფდა ქირის ფასი და კვ.მ-ზე 11 დოლარი იყო. ქირა ნოემბერთან შედარებითაც გაიაფებულია 3%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები