მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს MLB-ში შოჰეი ოტანის მაისური ყველაზე გაყიდვადია

შოჰეი ოტანის მაისური MLB-ში ყველაზე გაყიდვადია

უკვე მეორე წელია, რაც “ლოს-ანჯელეს დოჯერსის” ლეგენდარული მოთამაშე შოჰეი ოტანი ყველაზე მასშტაბურ ბეისბოლის ლიგას გაყიდული მაისურების მიხედვით ლიდერობს. ოტანი, რომელიც ისტორიაში პირველი ბეისბოლისტია, ვინც ერთ სეზონში 50 ბაზა აიღო და 50 გარბენი შეასრულა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის MLB-ის ყველაზე პოპულარული მოთამაშეა, რომელმაც ლიგის ცნობადობა აზიის მასშტაბზე გაზარდა. მას მოსდევს “ფილადელფია ფილის” ბრაის ჰარპერი, რომელიც შარშან საუკეთესო 20-ეულშიც კი არ იყო და “ნიუ-იორკ იანკისის” აარონ ჯაჯი.

რეიტინგი ეფუძნება “ნაიკის” ოფიციალურ ონლაინ მაღაზიას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტი მაისურები გაიყიდა კანადის, დომინიკის რესპუბლიკის, იაპონიის, პუერტო-რიკოსა და ვენესუელას მიმართულებებით.

MLB-ის ცნობით მომავალი ორი სეზონის მანძილზე ორგანიზაცია გუნდებისთვის მაისურების შეცვლას აპირებს, მას შემდეგ, რაც მოთამაშეებმა და გულშემატკივრებმა ეკიპირების ქსოვილი დაიწუნეს.
ბეისბოლის უმაღლეს ლიგას ამჟამად 10 წლიანი ერთი მილიარდის ღირებულების კონტრაქტი აკავშირებს “ნაიკთან”, რომელიც ყველა კლუბთან უწევს მაისურებს დისტრიბუციას.

შეთანხმება მოიცავს ციფრულ სპორტულ პლატფორმა “Fanatics-საც”, რომელიც მომხმარებლების პროდუქციის ლიცენზირების უფლებებს ფლობს, რათა აწარმოოს და გულშემატკივარს შეძენილი პროდუქცია ონლაინ მიაწოდოს.

“ნაიკთან” ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად MLB-იმ ცვლილება დაადასტურა, კერძოდ ვიზუალურ ნაწილში შორტები იქნება ბეისბოლის მოთამაშეებზე ინდივიდუალურად მორგებული, გაიზრდება შრიფტის ზომა და გამოიყენებენ ძველ ქსოვილს, რომელსაც 2018-2023 წლებში იყენებდნენ.

ამასთან მოთამაშეები “ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოირგებენ თავიანთ საშინაო და გასვლითი შეხვედრების მაისურებს და არა სპეციალურად დამზადებულ ეკიპირებას, როგორც ეს 1930-2019 წლებში იყო. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილება ძალაში 2026 წლიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები