2024 წლის დეკემბერში საქართველოში მობილური აბონენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები ერთად) რაოდენობა 5 648 065 იყო, რაც წლიურად 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაზრდილ რაოდენობასთან ერთად საინტერესოა როგორ ნაწილდება აბონენტები ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებზე.ღირს აღნიშვნად, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ანგარიშის მიხედვით, საკმაოდ დიდ ზრდას აჩვენებენ ჩვენი დღევანდელი რესპონდენტები და სტუმრები,როგორც აბონენტების რაოდენობის ასევე შემოსავლების ზრდის კუთხითაც.