2024 წელს ნუშის ახალი ბაღების გაშენებაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
თავად სააგენტოს თანადაფინანსებამ 2.5 მლნ ლარს გადააჭარბა.
პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში 2024 წელს ნუშის ახალი ბაღების გაშენება 400 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა.
ფსტის ბაღების შემთხვევაში კი ჯამური ინვესტიცია 2.5 მლნ ლარზე მეტი იყო. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ფსტის ახალი ბაღების გაშენება 1.7 მლნ ლარით დაფინანსდა, ფართობი კი 175 ჰექტარს აღემატებოდა.




























