მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს პარტიებმა ₾30.7 მილიონის შემოწირულება მიიღეს - როგორ ნაწილდება თანხა პარტიებზე

ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღე რჩება, მთლიანად წლევანდელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ 30,670,408 ლარის შემოწირულება გაიცა, ხოლო ეს შემოწირულობა სულ 2,120-მა პირმა განახორციელა. სტატისტიკის მიხედვით, დონაციების თითქმის ნახევარი - 14,515,407 ლარი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადარიცხეს. სახელისუფლებო პარტიისთვის შემოწირულების განმახორციელებელთა შორის სხვადასხვა ბიზნესებთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებმაც "ოცნების" საარჩევნო ყულაბა 60,000-60,000 ლარებით შეავსეს.

პოლიტიკური შემოწირულობებით 2024 წელს მეორე ადგილზეა ახალი პოლიტიკური პარტია "კოალიცია ცვლილებებისთვის", რომელიც ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. აღნიშნული პარტიის შემოწირულებებმა წელს 6,746,792 ლარი შეადგინა, მესამე პოზიცია უჭირავს "ლელოს" გაერთიანება "ძლიერ საქართველოს", რომელსაც წელს 6,648,286 ლარი შესწირეს. მეოთხე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 1,939,016 ლარის შემოწირულებებით. იმის გათვალისწინებით, რომ შემოწირულებების სტატისტიკა მთლიანად 2024 წელს მოიცავს, მასში ცალკე სუბიექტებად არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა გაერთიანების შემადგენლობაში შევიდნენ.

2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე პოლიტიკური შემოწირულებების სტატისტიკა:

  1. ქართული ოცნება - 14,515,407 ლარი;
  2. კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა - 6,746,792 ლარი;
  3. ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! - 6,648,286 ლარი;
  4. ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 1,939,016 ლარი;
  5. გახარია საქართველოსთვის - 282,484 ლარი;
  6. ხალხის ძალა - 138,750 ლარი;
  7. ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 135,926 ლარი;
  8. შეცვალე საქართველო - 104,871 ლარი;
  9. ელენე ხოშტარია - დროა - 32,060 ლარი;
  10. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 29,286 ლარი;
  11. ანა დოლიძე - ხალხისთვის - 26,910 ლარი;
  12. სოლიდარობა მშვიდობისთვის - 22,689 ლარი;
  13. ევროპელი სოციალისტები - 17,000 ლარი;
  14. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 10,459 ლარი;
  15. თაობები საქართველოსთვის - 10,000 ლარი;
  16. თავისუფალი საქართველო - 7,725 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები