მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს პარტიებს 38.6 მილიონი შესწირეს - როგორ ნაწილდება თანხა პარტიებზე

ბიძინა ივანიშვილი

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა 38,662,907 ლარის შემოწირულობები მიიღეს. პარტიების მიერ წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი მოცულობის - 15,527,057 ლარის შემოწირულება ქართულმა ოცნებამ მიიღო, რაც წელს გაცემული შემოწირულებების 40%-ია.

შემოწირულობებით მეორე ადგილზეა გაერთიანება "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", რომლის დონაციებმაც 9,760,829 ლარი შეადგინა, ხოლო მესამეზეა "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა" 9,198,262 ლარის შემოწირულებებით. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" შემოწირულობები 3.1 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო "გახარია საქართველოსთვის" შემოწირულობები ნახევარ მილიონ ლარამდე იყო.

2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე პოლიტიკური შემოწირულებების სტატისტიკა:

პარტია შემოწირულობა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 15,527,057
ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! 9,760,829
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა 9,198,262
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა 3,146,768
გახარია საქართველოსთვის 465,422
ხალხის ძალა 138,750
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 135,927
შეცვალე საქართველო 118,571
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 33,291
ელენე ხოშტარია - დროა 32,060
ანა დოლიძე - ხალხისთვის 26,910
სოლიდარობა მშვიდობისთვის 24,189
ევროპელი სოციალისტები 18,800
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 14,180
თაობები საქართველოსთვის 10,000
თავისუფალი საქართველო 9,145
ხალხის პარტია 1,400

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები