მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ₾12 მლნ დაიხარჯება - რა უნდა იყოს პრიორიტეტი?

2024 წლის განმავლობაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია ბიუჯეტს 12 მლნ ლარამდე დაუჯდება. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო, მომავალ წელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში ქართული ღვინო პროდუქციის საერთაშორისო პოპულარიზაციისაკენ მიმართულ ღონისძიებებს გეგმავს, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, საერთაშორისო ღვინის კონფერენციების, გამოფენების, სემინარების, მასტერკლასების და პრესტურებს. ჯამურად მომავალ წელს ქვეყნის შიგნით, სავარაუდოდ 15, ხოლო ქვეყნის გარეთ - 50-მდე ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი.

რა მიმართულებებით და რომელ ბაზრებზე უნდა დაიხარჯოს მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა და როგორი იყო 2023 წელი ქართული ღვინისთვის?

სტუმარი: იაგო ბიტარიშვილი - კომპანია „იაგოს ღვინის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები