მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი ₾1.3 მლრდ-მდე გაიზარდა - კომპანიების რეიტინგი

მღზვეველი

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ჯამში 19 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. ისინი ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

გასულ წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ (შემოსავალმა) პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან თითქმის 1.3 მილიარდი ლარი (1 259 მილიონი ლარი) იყო. წლიური ზრდა 195 მლნ ლარს შეადგენს.

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი. 2023 წელთან შედარებით წმინდა მოგება 53 მლნ ლარია. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა დაახლოებით 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 459 მლნ ლარია.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს 2023 წელთან შედარებით გაზრდილია ჯამური აქტივების ღირებულებაც 145 მლნ ლარით არის გაზრდილი.

პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული პრემიის ჯამური რაოდენობა, რაც 1,259 მლნ ლარი იყო, კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • ჯიპიაი - ₾219 მლნ;
  • თიბისი დაზღვევა - ₾212 მლნ;
  • ალდაგი - ₾193 მლნ;
  • იმედი L - ₾118 მლნ;
  • არდი - ₾109 მლნ;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები