მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საფოსტო-საკურიერო სექტორის შემოსავალმა ₾228.7 მილიონს მიაღწია

ამანათები

2024 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 228.7 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლის უმეტესი ნაწილი, 68%, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიიღო, ხოლო 32% – ადგილობრივი მომსახურებიდან.

საქსტატის ცნობით, სექტორის შემოსავლების 80.2% ამანათების მიწოდებიდან მოდის, რომელთა 72.6% საერთაშორისო გზავნილებია, 27.4% კი – ადგილობრივი. შემოსავლების 11.7% წერილობით კორესპონდენციაზე მოდის, საიდანაც 44% საერთაშორისო, ხოლო 56% ადგილობრივი.

2024 წლის განმავლობაში საფოსტო და საკურიერო კომპანიებმა გააგზავნეს 13.3 მილიონი ამანათი და 5.9 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია.

სექტორში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 4.0 ათასს შეადგენდა, მათ შორის 1.5 ათასი კურიერი, ფოსტალიონი ან ფელდეგერი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები