მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს სახელმწიფომ ფსტის და ნუშის ბაღების გაშენება ₾4 მილიონზე მეტით დააფინანსა

ფსტა

2024 წელს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ფსტის ახალი ბაღების გაშენების თანადაფინანსებაზე 1.7 მლნ ლარი დაიხარჯა.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა "დანერგე მომავლის" ფარგლებში გასულ წელს თანადაფინანსებული ფსტის ბაღების ფართობი 75 ჰექტარით გაიზარდა და 175 ჰექტარს აღემატებოდა. ფსტის ბაღებში ჯამურმა ინვესტიციამ კი 2.5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

რაც შეეხება ნუშს, ამავე პროგრამის ფარგლებში ახალი ბაღების გაშენება 400 ჰექტარზე მეტ ფართობზე თანადაფინანსდა. სააგენტოს თანადაფინანსებამ 2.5 მლნ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური ინვესტიცია 7 მლნ ლარამდე იყო.

შედარებით მცირეა თანადაფინანსება თხილის ბაღების შემთხვევაში და 400 ათას ლარზე მეტს შეადგენს. გასულ წელს თანადაფინანსებული თხილის ბაღების ფართობი 100 ჰექტარს აღემატებოდა, რაც წლიურად 88 ჰექტარით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამურმა ინვესტიციამ 780 ათას ლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, "დანერგე მომავლის" ფარგლებში ერთ-ერთი მიმართულება ბაღების კომპონენტია, რომელიც გულისხმობს მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენებით დაინტერესებულთა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. ფინანსური დახმარება გულისხმობს, როგორც ფულად დახმარებას ნერგების შეძენისთვის, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები