მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს საქართველო წიწიბურას იმპორტში სრულად რუსეთზე იყო დამოკიდებული - რამდენი ვიყიდეთ?

წიწიბურა

2024 წელს საქართველოში წიწიბურას იმპორტი შემცირდა - ქვეყანამ წლიურად 20%-ით ნაკლები რაოდენობის პროდუქტი იყიდა.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს, 11 თვეში ქვეყანამ 2.7 მლნ დოლარის ღირებულების 6 106 ტონა წიწიბურა შეიძინა. მაშინ, როდესაც 2023 წელს, ანალოგიურ პერიოდში 4.4 მლნ დოლარის 7 670 ტონა წიწიბურა ჰქონდა იმპორტირებული.

საქართველო წიწიბურას სრულად რუსეთში ყიდულობს. სწორედ რუსეთზე მოდის საქართველოში შემოსული წიწიბურას 99.98%. 2024 წელს, 11 თვეში ქვეყანამ ამ ბაზარზე 6 104 ტონა წიწიბურა შეიძინა.

უმნიშვნელო რაოდენობის, ჯამურად 1.45 ტონა წიწიბურა შემოვიდა პოლონეთიდან და იტალიიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები