მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს, საქართველომ $84,5 მლნ-ის კოსმეტიკა შეისყიდა - სად ვყიდულობთ?

კოსმეტიკა

2024 წელს, საქართველოს კოსმეტიკის იმპორტი 13.8%-ით გაეზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ $84,5 მლნ კოსმეტიკური საშუალებები შეიძინა. მაშინ როდესაც, 2023 წელს ქვეყანას $74,2 მლნ-ის კოსმეტიკა ჰქონდა შეძენილი.

ქვეყნისთვის მთავარი საიმპორტო ქვეყანა საფრანგეთია. ის საქართველოს კოსმეტიკის მთელ იმპორტში 26%-ს შეადგენს. ქვეყანამ გასულ წელს $21,9მლნ-ის კოსმეტიკა შეიძინა. მაშინ როდესაც, 2023 წელს, ანალოგიურ პერიოდში საქართველოს $14,6 მლნ-ის კოსმეტიკა ჰქონდა ნავაჭრი. არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას ამ ბაზარზე იმპორტი 50.5%-ით გაეზარდა.

2024 წლის კოსმეტიკის საიმპორტო ქვეყნების TOP 10 ჩამონათვალი ასეთია:

  1. საფრანგეთი - $ 21,9მლნ
  2. პოლონეთი -$6,4 მლნ
  3. აშშ - $6,3 მლნ
  4. ბელგია - $5,9 მლნ
  5. გერმანია - $5,3 მლნ
  6. იტალია - $5 მლნ
  7. კორეა, რესპუბლიკა - $4,9 მლნ
  8. თურქეთი - $4,3 მლნ
  9. ესპანეთი - $3,7 მლნ
  10. რუსეთი - $3,6 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები