2024 წელს საქართველოს მიერ უცხოეთიდან გამოწერილი ამანათების რაოდენობა გაორმაგდა და მან 15.1 მილიონს მიაღწია - ამის შესახებ BMG-ისთვის შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ამ ამანათების საერთო ღირებულება კი 1.4 მილიარდ ლარს აღემატებოდა, რაც 2023 წელს ამანათების სახით შემოსული საქონლის საერთო ღირებულებას 2.7-ჯერ აღემატებოდა. რის ხარჯზე გაიზარდა ქვეყანაში ამანათების მოცულობა, რამდენად მზად შეხვდა ქვეყანა გაზრდილი ამანათების ნაკადებს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ზრდის ტემპი შენარჩუნდეს?