მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ₾11.8 მლრდ-ით გაიზარდა

შემოსავლების სამსახური

2024 წელს, საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.8 მლრდ ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით. თავის მხრივ, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ზრდა 11.4 მლრდ ლარი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბრუნვაში ასახავს აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოთა ბრუნვის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.

2024 წლამდე კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლები ასეთი იყო:

  1. 2019 - 25.9 მლრდ ლარი;
  2. 2020 - 32.1 მლრდ ლარი;
  3. 2021 - 48.08 მლრდ ლარი;
  4. 2022 - 52.2 მლრდ ლარი;
  5. 2023 - 64.3 მლრდ ლარი.

გარდა ამისა, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს აზარტულ ბიზნესში 20 941 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 3 244 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 1.5 წელზე მეტია ძალაშია. თუკი მანამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა. მიუხედავად რეგულაციების ზრდისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ სექტორის ბრუნვა იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები