მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ტელეფონების იმპორტი 11.4%-ით შემცირდა - სად ვყიდულობთ?

სმარტფონი ტელეფონები apple

2024 წელს ტელეფონების იმპორტი 11.4%-ით შემცირდა და 332.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ სატელეფონო აპარატების იმპორტი მზარდი იყო.

მთავარი იმპორტიორია არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელზეც იმპორტის თითქმის 50% მოდის. უნდა აღინიშნოს, ისიც რომ სატელეფონო აპარატების იმპორტი რამდენიმე ძირითადი საიმპორტო ქვეყნიდან შემცირდა. ჩინეთიდან ნიდერლანდებიდან, ბულგარეთიდან და აშშ-დან კი გაიზარდა.

2024 წელს ტელეფონების იმპორტიორი TOP-10 ქვეყანა:

  1. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $165.9 მლნ;
  2. ჩეხეთი - $58.7 მლნ;
  3. ჰონ-კონგი - $22.7 მლნ;
  4. ჩინეთი - $22.3 მლნ;
  5. ვიეტნამი - $20.4 მლნ;
  6. ნიდერლანდები - $12.4 მლნ;
  7. ინდოეთი - $7.9 მლნ
  8. ბულგარეთი - $3.5 მლნ;
  9. აშშ - $2.9 მლნ;
  10. გერმანია - $1.8 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები